Belive

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ბათუმსა და ქუთაისში ითამაშებს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებს ბათუმსა და ქუთაისში გამართავს.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 5 სექტემბერს, მოლდოვის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელ თანატოლებთან შეხვედრას 15 ოქტომბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე გამართავს.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ზედიზედ მეორედ ცდილობს. 2023 წელს, საქართველოსა და რუმინეთში გამართულ ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სადებიუტოდ, მასპინძლის რანგში ითამაშა და მეოთხედფინალამდე მიაღწია, ახლა კი უშუალოდ შესარჩევი ეტაპიდან იბრძვის და კარგი შანსიც აქვს. 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 13 ქულით ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე ადგილზეა, ლიდერ ნიდერლანდებს კი, რომელსაც ერთი შეხვედრით მეტი მოუგროვდა, 8 ქულით ჩამორჩება. ტურნირზე მოხვედრას ჯგუფის გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ შეძლებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

სხვა სტატიები