Belive

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან ამხანაგური მატჩი გამართა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე თურქ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ - 1:1 დაასრულა.

ანგარიში მატჩის მეცხრე წუთზე იასირ ბოსიმ გახსნა. ქართველმა ფეხბურთელებმა კი წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში შეძლეს - ჩვენი გუნდის მხრიდან მეტოქის კარი რეზი დანელიამ აიღო.

გიორგი ჩიტაურის მიერ გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა: საბა ასანიძე - გიორგი გვასალია, საბა ხარებაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, დაჩი გოგოლი, რეზი დანელია, ნიკოლოზ ელისაშვილი (დავით გოგილაშვილი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (ანდრია ხოროიშვილი), ლუკა წულაია, ნიკა სურგულაძე, ჰალიდ დოლტმურზიევი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში თამაში გარანტირებული აქვს. იქამდე, ჩვენი გუნდი 15 დეკემბერს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს თურქ თანატოლებთან 15 დეკემბერს გამართავს - შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები