Belive

მიქაუტაძის ახალი მსურველი: ქართველის დამატება იტალიურ გუნდს სურს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დიდი ხანია, რაც გიორგი მიქაუტაძის დასამატებლად ინტერესს იტალიური გრანდები, ყველაზე მეტად კი ტურინის "იუვენტუსი" და "რომა" ავლენენ. ახლა, იტალიური მედიის ინფორმაციით, "რომამ" გიორგი მიქაუტაძის მიმართ აქტიურობა კიდევ ერთხელ დაიწყო.

romapress წერს, რომ 24 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება რომაელებს ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, გუნდში დანიელე დე როსის მთავარი მწვრთნელობის დროს სურდათ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ოქროს ბუცის მფლობელმა "ლიონი" აირჩია.

პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამბობს, რომ გიორგი მიქაუტაძე გუნდში თავს იდეალურად არ გრძნობს და არ არის გამორიცხული, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულამდე გუნდი შეიცვალოს. ასევე, ჟურნალისტი ამბობს იმასაც, რომ "რომას" წარმომადგენლებმა მიქაუტაძის ტრანსფერის საკითხზე მუშაობა დაიწყეს.

ლიონის "ოლიმპიკი" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვს.

გიორგი მიქაუტაძე მშობლიურ გუნდში 2024 წლის ზაფხულში, "მეციდან" დაბრუნდა და 27 მატჩში 8 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. "ლიონი", რომელსაც ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მთავარ მწვრთნელს ცვლის: პიერ საჟის გათავისუფლების შემდეგ, გუნდს უდიდესი ალბათობით, პორტუგალიელი პაულო ფონსეკა ჩაიბარებს.

სხვა სტატიები