საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 8 საათზე, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში გიბრალტარს უმასპინძლებს.
ვლადიმერ ვაისმა "ჯვაროსნების" სასტარტო თერთმეტეული დაასახელა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, კვარაცხელია, მერებაშვილი, არველაძე.