Belive

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ზედიზედ მე-3 მოგება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩიც მოიგო. დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩვენები ირლანდიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 37:17 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა გუშინ მოახერხა და მალტას აჯობა - 39:13, მანამდე კი, პირველ ტურში, ხელბურთელებმა ნიგერიას 27:14 მოუგეს. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები B ჯგუფის ლიდერია. შემდეგ თამაშს ეროვნული ნაკრები 12 ივნისს აშშ-სთან გამართავს.

სხვა სტატიები