Belive

ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მე-3 ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლების გატანა გიორგი ცხოვრებაძემ (7), გიორგი დიხამინჯიამ (5), ირაკლი კბილაშვილმა (3), ერეკლე არსენაშვილმა (3), თეიმურაზ ორჯონიკიძემ (3) და ხაზეინ რუსტამოვმა (1) შეძლეს.

საქართველომ, ჩვენი ნაკრებისთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველი ორი შეხვედრა ნიდერლანდებისა და შვედეთის (მოქმედი ჩემპიონი) ნაკრებებთან წააგო.

სხვა სტატიები