საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2023 წელს ავსტრიაში შეკრებით იწყებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, 2023 წელს ავსტრიის ქალაქ მიტერსილში იწყებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ავსტრიაში სრული შემადგენლობით გაემგზავრა და რამდენიმე ქვეყნის საერთო შეკრებაში ჩაერთვნენ.
მიტერსილის შეკრებაზე საქართველოს გარდა: უკრაინის, კოსოვოს, ესპანეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, პორტუგალიის, ბელგიის, უზბეკეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები არიან შეკრებილები.
ლაშა გუჯეჯიანის თავკაცობით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ავსტრიაში თვის ბოლომდე დარჩება და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებთან ერთად საერთო წრთვნას გაივლის. ქართველი ძიუდოისტები 2023 წლის პირველი შეჯიბრებისთვის ემზადებიან.
2023 წლის პირველი შეჯიბრი 27-29 იანვარს, პორტუგალიის გრან პრი იქნება. შემდეგი შეჯიბრი კი 4-5 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემი იქნება.