2/2 გამარჯვება | ბასილაშვილი ბრიუსელის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეშია
საქართველოს #1 ჩოგანმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ბრიუსელის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა შეძლო. ბრიუსელის 250-ქულიანი ტურნირის საპრიზო ფონდი €706,850 ევროა.
ბასილაშვილმა ძირითად ბადეში გასასვლელად თავდაპირველად, ბელგიელი მეტოქე - ალესიო ბაზილე დაამარცხა, რამდენიმე წუთის წინ კი კვალიფიკაციის ფინალში, ფრანგ - პიერ ჰიუჯ ჰერბერს ძლია და ძირითად ბადეში ასპარეზობა გაინაღდა.
ბასილაშვილისა და ჰერბერის დრამატული დაპირისპირება დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა (1 საათი და 45 წუთი). ქართველმა ჩოგბურთლმა პირველი სეტი 3:6 დათმო, თუმცა მეორე სეტი ანალოგიური ანგარიშით მოიგო და მატჩი დისაიდერსში გადავიდა, სადაც საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, ტაიბრეიკში კი ბასილაშვილმა 7:4 მოიგო.
ასე და ამგვარად, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის 250-ქულიანი შეჯიბრის ძირითად ბადეში მოხვდა, მისი მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბრიუსელის ტურნირზე შემდეგი ცნობილი ჩოგბურთელები ითამაშებენ: მუსეტი, გოფინი, ლეჰეჩკა, მპეტში პერიკარდი, ბაეზი, დავიდოვიჩ ფოკინა და ფელიქს ოჟე-ალიასიმი.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი - რობერტო ბაუტისტა აგუტია.