Belive

საქართველო ტოკიოში მოგებული მედლების რაოდენობით მოწინავე პოზიციებზეა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
25 აგვისტოს ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოს ანგარიშზე ტურნირის დაწყებიდან მე-4 დღეს ორი მედალია. როგორც მოგეხსენებათ, -60 კგ. წონით კატეგორიაში, ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიგო, დღეს კი, ლუკა მაისურაძემ (-81კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ვაჟთა საერთო ჩათვლაში 149 ქვეყანას შორის, კანადასთან ერთად მე-2 პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე მასპინძელი იაპონიაა, რომლის ანგარიშზე 9 მედალია. ამჟამად, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი 6 ქვეყანას აქვს მოპოვებული - საფრანგეთი, უკრაინა, კანადა, იაპონია, ისრაელი და საქართველო.

სხვა სტატიები