ლევან მატიაშვილი ტოკიოს გრანდ სლემის ნახევარფინალში დამარცხდა, ჩხვიმიანი - მეოთხედფინალში
დღეს ტოკიოში ძიუდოისტთა გრანდ სლემის ტურნირზე ასპარეზობის ბოლო დღეა.
შეჯიბრების დასკვნით დღეს ტატამზე (48-52-63-78 კგ) წონითი კატეგორიების ქალები და (60-66-100 და +100 კგ) წონითი კატეგორიების კაცები გამოდიან.
+100 კგ წონაში ლევან მატიაშვილმა მეორე რაუნდში მაროკოელი მოჰამედ ლაჰბუბი იპონით დაამარცხა, მესამე რაუნდში კი კუბელი - ენდი გრანდა. ამის შემდეგ ლევან მატიაშვილმა იაპონელ იო ფუძიმოტო იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე ტამერლან ბაშაევთან ვერაფერი გააწყო.
60 კგ წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ რაუნდში უკრაინელი არტიომ ლესიუკი დაამარცხა ვაზარით, მეორე რაუნდში ლაოსელ სუკფახაი სითისანე იპონით დაამარცხა, მესამე რაუნდში მეტოქეს, ფრანგ სედრიკ რევოლს ოქროს დროის მე-9 წუთზე თავით ტატამზე დაშვების გამო იპონით წაგება ჩაუთვალეს, ნახევარფინალში გასასვლელად ლუხუმ ჩხვიმიანი იაპონელ რუიჯი ნაგაიამას შეხვდა და დამარცხდა, ამიტომ რეპეშაჟში გადაინაცვლებს და სამხრეთ კორეელ კიმს დაუპირისპირდება.
60 კგ წონაში გიორგი სარდალაშვილმა მეორე რაუნდში იპონით მოუგო ვიეტნამელ ჩუ დიკ დატს, მესამე რაუნდში კი იპონით დამარცხდა იაპონელ ტაიკი ნაკამურასთან
63კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი ვაზარით დამარცხდა სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან.
66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილმა მეორე რაუნდში ბულგარელ იანისლან გერჩევს ვაზარით მოუგო, მესამე რაუნდში ფრანგ დაიკი ბოუბასთან ოქროს დროში იპონით დამარცხდა.
ამავე წონაში თენგო ზირაქიშვილმა პირველ რაუნდში იპონით წააგო კორეელ ჩანიონ კიმთან.
100კგ წონაში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ რაუნდში იპონით წააგო იაპონელ კოტარო უეოკასთან.
ამავე წონაში ასევე პირველ რაუნდში წააგო შეხვედრა გიორგი ბერიაშვილმა. მას იაპონელმა აარონ ვოლფმა იპონით მოუგო.
+100 კგ წონაში შალვა გურეშიძემ მეორე რაუნდში ვენესუელელ ლუის ამესკიტა 5 წამში დაამარცხა იპონით დაამარცხა, მესამე რაუნდში კი მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუსთან ვაზარით დამარცხდა.
ფინალური ბლოკები 12:00 საათიდან დაიწყება.