Belive

სანდრო მამუკელაშვილს კარგი მატჩი ჰქონდა - სან ანტონიომ მოიგო

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს და თითოეული გუნდი პრე-სეზონის მატჩებს თამაშობს. "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა მეტოქე 126:120 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა, მამუმ 17:36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა (6-დან 3 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში საუკეთესო 24 ქულით კოლინ სექსტონი იყო, "სპურსის" რიგებიდან კი კელდონ ჯონსონი, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

"სან ანტონიო სპურსი" ჯერ კიდევ 2 შეხვედრას ჩაატარებს პრე-სეზონზე, 16 ოქტომბერს "მაიმი ჰიტს" დაუპირისპირდება, ხოლო 18 ოქტომბერს "ჰიუსტონ როკეტსს". 25 ოქტომბერს კი უკვე რეგულარული სეზონის პირველ მატჩს ითამაშებს, სადაც "დალას მავერიქს" შეხვდება.

სხვა სტატიები