Belive

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა განიმტკიცა!

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) პირადი პირველობის რეიტინგები განაახლა. სანდრო ბაზაძეს 303 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ - ამერიკელ ელი დერშვიცს 130 ქულით უსწრებს! უნგრელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, არონ სილაგი 172 ქულით მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონი და გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველ მოფარიკავეს ერთხელ გრან-პრი და სამჯერ მსოფლიოს თასი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები