ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ
19-24 მაისს, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი აბუ დაბი, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოდნავ განსხვავებულად გაიმართება, უფრო კონკრეტულად კი
19 მაისს მამაკაცებიდან 60, ხოლო ქალებიდან 48 და 52 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ
20 მაისს ტატამზე 66 და 73 კგ წონით კატეგორიებს, ხოლო ქალებიდან 57 კგ-ს ვიხილავთ
21 მაისს მამაკაცებიდან 81, ხოლო ქალებიდან 63 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ
22 მაისს მამაკაცებიდან 90 კგ, ხოლო ქალებიდან 70 და 78 კგ წონითი კატეგორიები გამოვლენ
23 მაისს 100 და +100, ხოლო ქალებიდან კი +78 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ
24 მაისს მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური პირველობით დასრულდება.
თუ ვინ იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დადასტურებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური (90 კგ) და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - ილია სულამანიძე.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, სულამანიძესა და ლაშა ბექაურს არანაირი ტრავმა არ აწუხებთ. ახალგაზრდა ფალავნები ოლიმპიადისთვის მოემზადებიან და საკუთარ ძალებს სწორედ პარიზში მოსინჯავენ.
ფულადი პრიზები მსოფლიო ჩემპიონატზე
მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო საპრიზო თანხა €998 000 ევროა. აქედან €798,000 ევრო გამოყოფილია ინდივიდუალურად მოასპარეზე სპორტსმენებისთვის, €200,000 ევრო კი გუნდური პირველობისთვის.
ოქროს მედალი - ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში ძიუდოისტები €26,000 ევროს მიიღებენ, საიდანაც 20, 800 ევრო უშუალოდ სპორტსმენს ეკუთვნის, €5,200 ევრო კი მწვრთნელს.
ვერცხლის მედალი - ვერცხლის მედლის მოპოვების შემთხვევაში ძიუდოისტები €15,000 ევროს მიიღებენ, საიდანაც €12,000 ევრო უშუალოდ სპორტსმენს ეკუთვნის, €3,000 ევრო კი მწვრთნელს.
ბრინჯაოს მედალი - ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემთხვევაში ძიუდოისტები €8,000 ევროს მიიღებენ, საიდანაც €6,400 ევრო უშუალოდ სპორტსმენს ეკუთვნის, €1,600 ევრო კი მწვრთნელს.