Belive

სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"ვოლფსბერგერის" 26 წლის ქართველმა შუახაზელმა, "აუსტრია ლუცენაუსთან" ჩატარებულ და ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1) 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. მას საკმაოდ დამაჯერებელი და სტაბილური მატჩი ჰქონდა, რაც შეფასებაშიც აისახა. ქართველმა ფეხბურთელმა 7.8 კოეფიციენტი დაიმსახურა, შედეგად კი, მესამე სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.

"ვოლფსბერგერს" სამ ჩატარებულ მატჩში 1 მოგება და 2 ფრე, შესაბამისად, 5 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში სანდრო ალთუნაშვილის გუნდი ვენის "აუსტრიას" დაუპირისპირდება - მატჩი 20 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები