Belive

სან ანტონიო მინიმალური სხვაობით დამარცხდა | სანდრომ 7 წუთი ითამაშა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზთან" 110:111 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 7:03 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

24 ქულით შეხვედრაში საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, ფრანგ კალათბურთელს 16 მოხსნაც ჰქონდა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, ამას გარდა მან 7 დაფარება მიითვალა. 23-23 ქულა ჰქონდათ სტეფონ კასტლსა და კოლინ სექსტონს.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 6 მარცხით მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 ნოემბერს "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები