საბურთალო საქართველოს თასის გამარჯვებულია
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"მიხეილ მესხზე" საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, სადაც "საბურთალომ" ბათუმის "დინამო" მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და თასის გამარჯვებული გახდა.
დაძაბული მატჩის ერთადერთი გოლი, ირაკლი სიხარულიძემ 92-ე წუთზე გაიტანა და თბილისურ კლუბს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
მატჩს თან ფინალისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა ახლდა და მთავარმა არბიტრმა მოთამაშეებს 9 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.
საქართველოს თასის მოგების შედეგად, "საბურთალო" UEFA"-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.