Belive

საბა გოგლიჩიძე ბრუნდება | ქართველი მცველი შემდეგ ტურში სათამაშოდ მზადაა

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე ტრავმის შემდეგ მოედანზე ბრუნდება.

21 წლის ფეხბურთელმა ტრავმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, რის გამოც ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურის შეხვედრა ლესტერთან გამოტოვა, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოემგზავრა, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.

უოტფორდის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძემ ტრავმა მოირჩინა და შემდეგ ტურში ქუინს პარკ რეინჯერსთან სათამაშოდ მზადაა.

უოტფორდი ინგლისის ჩემპიონშიფში 39 ტურის შემდეგ 56 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და საპლეიოფო ზონას 7 ქულით ჩამორჩება. გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის გუნდმა შემდეგი შეხვედრა ქპრ-სთან 3 აპრილს უნდა ჩაატაროს.

სხვა სტატიები