Belive

RUCK | ბორჯღალოსნებს ლეგენდარული უორენ გეთლენდი გაწვრთნის

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Ruck-ის მტკიცებით, ლეგენდარული უორენ გეთლენდი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება. რიჩარდ ქოქრილის პოტენციური შემცვლელების შესახებ, ინფორმაციას ისეთი ავტორიტეტული გამოცემები ავრცელებენ, როგორიცაა: Ruck და The New Zealand Herald.

ბრიტანულ და ახალ ზელანდიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და გეთლენდი საქართველოს ნომერ პირველი არჩევანია.

უორენ გეთლენდი თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. ახალ ზელანდიელ სპეციალისტს განსაკუთრებით წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობა უელსის მორაგბეთა ნაკრებსა და ბრიტანელ & ირლანდიელ ლომებში ჰქონდა.

გეთლენდის ხელმძღვანელობით უელსი 4-ჯერ გახდა 6 ერის ტრიუმფატორი (3 გრანდ სლემი). მის სახელს უკავშირდება ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 3 წარმატებული ტურნეც.

გეთლენდი ცნობილია, როგორც მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია მინიმალური რესურსებით, მაქსიმალურად ძლიერი და დისციპლინირებული გუნდის შენება - სწორედ ამიტომ ზელანდიელი სპეციალისტი ბორჯღალოსნებისთვის იდეალურ კანდიდატურაა.

როგორც აღვნიშნეთ, გეთლენდი მთავარი კანდიდატია, მაგრამ მედიაში თუმცა 2 სხვა კანდიდატურაც განიხილება - ბრივის მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანი და პერპინიანის ყოფილი მწვრთნელი ფრენკ აზემა.

სხვა სტატიები