"როგორც ლა ლიგაში, ასევე ევრო 2024-ზე დავინახე რამდენად კარგი მეკარეა მამარდაშვილი" - სანდერ ვესტერველდი
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ლივერპულის" ყოფილმა ნიდერლანდელმა მეკარემ სანდერ ვესტერველდმა მერსისაიდულ გუნდში გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ბრიტანულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ქართველი მეკარის მომავალზე გაამახვილა ყურადღება.
ძალიან გამიკვირდა, როდესაც "ლივერპულმა" მამარდაშვილი იყიდა, ვიცი ამ ბიჭის შესახებ, ვუყურებ ესპანეთის ჩემპიონატს და ვიცი რამდენად კარგიცაა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთ-ერთ ტელევიზიაში ვთქვი კიდევაც, რომ ის ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარე იყო და იქაც დავინახე თუ რამდენად კარგი მეკარეა.
მის ტრანსფერზე არ ვნერვიულობ, მაგრამ ცოტა უცნაურია ის ამბავი, რომ იმ მომენტიდან, როდესაც მან "ლივერპულთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი მისი დონე ესპანეთში დაეცა, მის მიმართ კი კრიტიკაც წამოვიდა, ან შესაძლოა ეს იყო მიზანმიმართულიც. - სანდერ ვესტერველდი - ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ყოფილი მეკარე
🧤 Sander Westerveld has his say on #LFC's goalkeeping situation ahead of Giorgi Mamardashvili's arrival.
— Theo Squires (@TheoSquiresECHO) March 24, 2025
🗣️ “I was very surprised when Liverpool bought Mamardashvili. It's a little bit strange that since the moment he signed, his level dropped.”
🔗 https://t.co/MOpcdwXC0Q pic.twitter.com/8LwEtz2MLp
როგორც უკვე მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად არის "ლივერპულის" ფეხბურთელი და 2024/25 წლების სეზონს იჯარით "ვალენსიაში" ატარებს, სეზონის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი მერსისადულ გუნდს შეუერთდება.