გიორგი მამარდაშვილი 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore
ესპანეთის ლა ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში "ვალენსიამ" "რეალ მადრიდი" სანტიაგო ბერნაბეუზე 1:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი გახდა, ქართველმა მეკარემ ბრწყინვალედ იასპარეზა და MVP-ის ჯილდოც დამსახურებულად მიიღო. მამარდას მატჩში 8 მოგერიება ჰქონდა, მთავარი მომენტი კი მე-13 წუთზე იყო, როდესაც მან ვინისიუსის დარტყმული პენალტი მოიგერია.
შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ქართველი მეკარე აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა, საუკეთესო თერთმეტეული Sofascore-მა შეადგინა.
სრულად გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია") - 8.5
მცველები: ლეანდრო კაბრერა ("ესპანიოლი") - 8.1, მუქტარ დიახაბი ("ვალენსია") - 7.9, დომინგოს დუარტე ("ხეტაფე") - 8.1
ნახევარმცველები: ფედერიკო ვალვერდე ("რეალ მადრიდი") - 8.2, სანტი კომესანა ("ვილიარეალი") - 8.4, კრისტანტუს უჩე ("ხეტაფე") - 8.0, გავი ("ბარსელონა") - 8.2, რამონ ტერატსი ("ხეტაფე") - 9.1, კარლოს ვისენტე ("ალავესი") - 8.2
თავდამსხმელი: კილიან მბაპე ("რეალ მადრიდი") - 8.1
