Belive

როდრის და იამალის შემდეგ: ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდება

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრების მეტოქის, ესპანეთის ტრავმირებული ფეხბურთელების სია იზრდება.

კონკრეტულად, 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის, როდრისა და წლევანდელ გათამაშებაში მეორე ადგილზე გასული ლამინ იამალის შემდეგ, ფურია როხას კიდევ ერთი დანაკლისი აქვს. ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილ გუნდს მადრიდის რეალის ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, დინ ჰაუსენიც დააკლდება.

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ნაკრებში ვარჯიშის დროს მიიღო. ჰაუსენი შეკრებიდან მადრიდის რეალში დაბრუნდა.

დადასტურებულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების პირისპირ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრები ესპანეთს 11 ოქტომბერს, ვალენსიის მხარეში, ელჩეში, ესტადიო მარტინეს ვალეროზე უნდა შეხვდეს. მატჩის დაწყება თბილისის დროით 22:45 საათზეა დაგეგმილი.

სხვა სტატიები