დაბრუნება სლოვაკეთში: დავით სხირტლაძე პოჰრონიეში ითამაშებს
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სლოვაკეთის ჩემპიონატს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეემატა.
ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში გამოცდილი ქართველი ფორვარდი, დავით სხირტლაძე გადაბარგდა, რომელიც კარიერას პოჰრონიეში გააგრძელებს.
32 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2025 წლის სეზონში, ეროვნული ლიგის წარმომადგენელ საგარეჯოს გარეჯში თამაშობდა, ახალ გუნდთან კონტრაქტს ზაფხულამდე გააფორმებს.
საქართველოს ნაკრებში 4 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტამდე სლოვაკეთის ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდში, სპარტაკ ტრნავაში თამაშობდა და ამ ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხა.
პოჰრონიე მესამე სეზონია ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, ახლა კი 17 ტურის შემდეგ დაგროვებული 27 ქულით მესამე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.