ლაშა დვალი ბულგარეთის ჩემპიონატში ითამაშებს
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი კარიერას ბულგარეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი ბულგარულ სოფიის ცსკა 1948-ში გადავა.
ლაშა დვალი ახალ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლაშა დვალი გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტია, 3 სეზონის განმავლობაში კი კვიპროსული აპოელის ფეხბურთელი გახლდათ. კარიერის განმავლობაში მან 4-ჯერ უნგრეთის ჩემპიონატი, ერთხელ თასი, ასევე თითო-თითოჯერ კვიპროსის ჩემპიონატი და თასი მოიგო.