Belive

რენთან მატჩის შემდეგ: გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მორიგი წარმატებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის მიერ შედგენილ საუკეთესო თერთმეტეულში, სათამაშო კვირის რჩეული ფეხბურთელები მოხვდნენ. ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ "ლილის", "ლიონის", "მონაკოს", "ლანსისა" და "მონპელიეს" ფეხბურთელების გარდა, ერთადერთი მოთამაშე გიორგი მიქაუტაძეა.

"მეცის" თავდამსხმელმა 32-ე ტურში, "რენთან" მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა. გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მატჩის მიწურულს კი აბსურდული წითელი ბარათი მიიღო, რაც მსაჯმაც აღიარა, სადისციპლინო კომიტეტმა კი გააუქმა.

საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელს ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში ნათამაშებ 18 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები