Belive

რეიტინგი განახლდა - ზირაქაშვილი და ჯაფარიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, გასულ შაბათ-კვირას, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი - ზაგრების გრან პრი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით ასპარეზობდა.

ქართულმა დელეგაციამ ხორვატიის დედაქალაქში გამართულ შეჯიბრზე 2 მედალი მოიპოვა - სწორედ თენგო ზირაქაშვილი და აკაკი ჯაფარიძე იყვნენ ის სპორტსმენები, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მოპოვებული მედალი ორივესთვის სადებიუტოა ძიუდოს მსოფლიო ტურზე.

ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ორივე ქართველი დაწინაურდა.

66 კგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 20 წლის თენგო ზირაქაშვილმა.

ამ მოპოვებული მედლით, 20 წლის ქართველმა მსოფლიო რეიტინგში 350 ქულა დაიმატა და 17 პოზიციით დაწინაურდა. ზირაქაშვილი ახლა მსოფლიოს 56-ე ნომერია და მის ანგარიშზე 994 სარეიტინგო ქულაა.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე დადგა - აკაკი ჯაფარიძე.

22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, თენგო ზირაქაშვილის მსგავსად 350 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 29 პოზიციით დაწინაურდა.

აკაკი ჯაფარიძე მსოფლიო რეიტინგის 71-ე ნომერია და მის ანგარიშზე 670 სარეიტინგო ქულაა.

სხვა სტატიები