Belive

მსოფლიო რეიტინგი განახლდა | დვალაშვილი და გოჩილაიძე დაწინაურდნენ

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

აბუ დაბის გრანდ სლემი ოფიციალურად დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალი - ზაურ დვალაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ბრინჯაოს მედალს დასჯერდა - დიმიტრი გოჩილაიძე.

აბუ დაბის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა.

მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, ზაურ დვალაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 700 ქულა დაიმატა და 81 კგ წონით კატეგორიაში 21 საფეხურით დაწინაურდა. დვალაშვილი ახლა მსოფლიოს 31-ე ნომერია. მის ანგარიშზე 1841 სარეიტინგო ქულაა.

რაც შეეხება დიმიტრი გოჩილაიძეს - 25 წლის ქართველმა, მოპოვებული ბრინჯაოს მედლით 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა. გოჩილაიძის ანგარიშზე 2761 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიოს 21-ე ნომერია.

აქვე შეგახსენებთ, რომ 81 კგ წონით კატეგორიას სათავეში ტატო გრიგალაშვილი უდგას, რომლის ანგარიშზეც 7335 სარეიტინგო ქულაა.

აბუ დაბის გრანდ სლემის 81 კგ წონითი კატეგორიის პოდიუმი

სხვა სტატიები