რატომ მიუთითა ცენტრში დადგომაზე თოფურიამ ჰოლოუეის პირველსავე წამზე?
UFC 308-ზე ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ქართველმა მებრძოლმა გამარჯვება მე-3 რაუნდში მოიპოვა, როცა უძლიერესი დარტყმით მეტოქე დაანოკაუტა.
ბრძოლის დაწყებისთანავე, ილიამ ჰოლოუეი გამოიწვია და ოქტაგონის ცენტრში დადგომისკენ მიუთითა. თოფურიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ თუ მაქსი პირველ 10 წამში ცენტრში მის პირისპირ დადგებოდა, ეს UFC-ის ისტორიაში ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო წამები იქნებოდა:
ბრძოლის პირველ 10 წამში ცენტრისკენ მივუთითებ! მინდა, რომ UFC-ის ფანებს ყველაზე სანახაობრივი წამები ვაჩუქო... თუ ამაზე დამთანხმდება, გპირდებით, რომ დავანოკაუტებ!
ილიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 16, UFC-კი 8 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” 18 თებერვალს ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ქამარს დაეუფლა.