Belive

ოფიციალურად: ლიონი ლიგა 1-ში ითამაშებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის გუნდი, ლიონის ოლიმპიკი ლიგა 1-ში ადგილს შეინარჩუნებს.

ინფორმაცია ლიონის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ გუნდი სპორტული მიზნებისთვის მზადებას იწყებს.

"მადლობას ვუხდით სააპელაციო კომიტეტს ჩვენი მენეჯმენტის აღიარებისთვის, რომელიც პასუხისმგებლიანი მმართველობითი სტილის დამკვიდრებას შეეცდება.

ახალი მენეჯმენტი, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი აქციონერებისა და კრედიტორების ერთგულება და თავდადება, უაღრესად მადლიერია კლუბის შიგნით და გარეთ მიღებული მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით გულშემატკივრების, თანამშრომლების, ფეხბურთელების, პარტნიორებისა და თანამდებობის პირებისგან.

გადაწყვეტილება გუნდისადმი ნდობისკენ ნაბიჯის გადადგმაა. ჩვენ შეგვიძლია ახლა სპორტული შედეგების მიღწევასა და ახალი სეზონისთვის მზადებაზე ყურადღება გავამახვილოთ", - წერია ლიონის ოფიციალურ განცხადებაში.

ლიონის ოლიმპიკი ახალ სეზონში უეფას ევროპა ლიგის ლიგის ფაზეზე მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები