Belive

რამაზ სვანაძე: "მიზანი უცვლელია - ისევ ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლებთ"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 6 სექტემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გასამართი მატჩით დაიწყებს, რომელშიც გიბრალტარს დაუპირისპირდება.

პირველი ტურის შეხვედრის წინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა.

"ახალ შესარჩევ ეტაპს ვიწყებთ. ახალი გუნდი და ახალი თაობა გვყავს. შესაბამისად, მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონია, მაგრამ შევეცადეთ არსებული რესურსი ნაყოფიერად გამოგვეყენებინა.

პირველ მატჩს დიდი იმედით ველოდებით და რა თქმა უნდა, განწყობა ძალიან კარგია. ჩვენი ყველას სურვილია, რომ შესარჩევი ეტაპი კარგ განწყობაზე, მაჟორულად დავიწყოთ.

პირველი მატჩი გიბრალტართან გველის, შემდეგ შეხვედრას კი მოლდოვაში სტუმრად ჩავატარებთ. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და შევეცდებით, რომ როგორც საწვრთნელ პროცესში, ისე უშუალოდ მატჩებში მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად დავინახოთ.

ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა მუშაობა და ზოგადად ყოველთვის, თაობათა ცვლა საინტერესო პროცესია. მესმის, რომ საწყის ეტაპზე ჩვენ შეიძლება შეგვექმნას გარკვეული პრობლემები, მაგრამ მნიშვნელოვანი მატჩები გველის, ქულები ძალიან გვჭირდება და ჩვენი მიზნები უცვლელია: გვინდა, რომ კუნკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს, რომელიც ამ ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს", - თქვა რამაზ სვანაძემ.

საქართველოსა და გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პლატფორმა შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები