Belive

რამაზ სვანაძე: "ამ შედეგამდე რწმენამ, ერთიანობამ და გუნდურობამ მოგვიყვანა"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშია! ჩვენმა გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 2:1 აჯობა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განვლილი ეტაპი შეაფასა და სამომავლო შეხვედრებზე ისაუბრა.

"გამოცდილი ფეხბურთელების როლი. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ასეთი წნეხის ქვეშ თამაშს მიჩვეული არ არის.

ეს 21-წლამდელთა ნაკრებია, ქვეყნის მეორე საფეხბურთო გუნდი, რომელიც მთავარი ნაკრებისთვის ფეხბურთელებს ამზადებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გუნდი კვლავ წარმატებულია.

მინდა, რომ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა ქუთაისელ ქომაგს მინდა ვუთხრა. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია და აქ ჩამოსვლით ყოველთვის ბედნიერი ვარ, მადლობა მათ მხარდაჭერისთვის.

ვილი სანიოლთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაცია გვაქვს, განვიხილავთ, რომ საბა გოგლიჩიძე ჩვენს გუნდში დაბრუნდეს. ნოემბრის მატჩებამდე დიდი დროა და თუ შესაძლებელი იქნება, ის ჩვენს გუნდში კვლავ ითამაშებს.

საკადრო პრობლემები, საბა საზონოვის ტრავმა, საბა მამაცაშვილის შვედეთის ჩემპიონატში დაბალი სათამაშო პრაქტიკა, ასევე გიორგი მაისურაძის უკრაინაში მცირე სათამაშო დრო, დაცვაში პრობლემებზე აისახა.

შესვენების დროს ვისაუბრეთ, რომ თამაშის ტემპი გაგვეზარდა და რგოლებსა და ხაზებს შორის მეტი ინტენსივობით გვემოქმედა და გადაგვეტანა ბურთი. მეორე ტაიმის დაწყება გაგვიჭირდა, მაგრამ გოლის გაშვების შემდეგ ვიხილეთ ის თამაში, რომელიც გვსურს.

ვთვლი, რომ ეს ჩემი გუნდის მაქსიმუმი არ არის. მიხარია, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენი გუნდის ბირთვს შეადგენენ, შევძელით და ჯგუფში საკმაოდ რთულ მეტოქეებთან მეორე ადგილის დაკავება მოვახერხეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენ, მიუხედავად წაგებისა, მთლიანად საფეხბურთო სტრუქტურით, ჩვენ შვედეთზე კარგი ნაკრები გვყავს. მინდა ყველას ურთიერთპატივისცემისა და ერთიანობისა დამსახურებით საქმის წარმატებულ ეტაპამდე მიყვანისთვის მადლობა ვუთხრა და მივულოცო. რწმენა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაძლევთ ფეხბურთელებს, ეს წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი გასაღებია. გუნდურობით და ერთიანობით, მეტოქის უკეთესი სათამაშო გამოცდილების კომპენსირებაც შესაძლებელია.

კარგია, რომ თაობები იცვლება, ჩვენ კი ისევ იმ გუნდად ვრჩებით, რომელიც მუდმივად იბრძვის და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა აქვს. წინა ევროპის ჩემპიონატმა ყველას გვაჩვენა, თუ რა შეუძლია ერთიანობას.

დღევანდელი შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვადევნებს თვალს. ვიცით, თუ რა დონის ბუმია ქართულ ფეხბურთში. ბავშვთა სკოლებში დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა იზრდება. ამ ყველაფრის დასაწყისი სწორედ 21-წლამდელთა ნაკრების წარმატებამ ჩაუყარა და მიხარია, რომ ეს სვლა გრძელდება.

დღევანდელი შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვადევნებს თვალს. ვიცით, თუ რა დონის ბუმია ქართულ ფეხბურთში. ბავშვთა სკოლებში დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა იზრდება. ამ ყველაფრის დასაწყისი სწორედ 21-წლამდელთა ნაკრების წარმატებამ ჩაუყარა და მიხარია, რომ ეს სვლა გრძელდება", - ამბობს რამაზ სვანაძე.

საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას სათაო ოფისში, 17 ოქტომბერს გაირკვევა.

სხვა სტატიები