"ქვეყანას ჰყავდეს UFC-ს ორი ჩემპიონი, ეს მართლაც შთამბეჭდავია" - დანა უაითი
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მე-3 რაუნდში უმძიმესი დარტყმებით დაანოკაუტა.
ბრძოლის შემდეგ დანა უაითს, UFC-ში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებზე ჰკითხეს:
შესანიშნავია, როდესაც გყავს ორი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოდან. ეს ბიჭები ძალიან განსხვავებულები არიან, ჭიდაობა და ძიუდო მათი კულტურის ნაწილია. მე ასეთ მომენტში ყოველთვის ავსტრალია მახსენდება, როდესაც მათ 2001 წელს ერთადერთი მებრძოლი, ელვის სინოსიკი ჰყავდათ, მაგრამ მას შემდეგ ძალიან განვითარდნენ და ნახეთ რა შორს წავიდნენ. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც, ქვეყანას ჰყავდეს UFC-ს ორი ჩემპიონი, ეს მართლაც შთამბეჭდავია. - დანა უაითი