"ქოჩორაშვილი გზაშია", - პორტუგალიური მედია ქართველის სპორტინგში ტრანსფერს ამტკიცებს
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პორტუგალიური საფეხბურთო მედია საშუალება leonino საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტედან" ლისაბონის "სპორტინგში" ტრანსფერის შესახებ საუბრობს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის პორტუგალიურ გრანდში ტრანსფერის შესახებ იანვრის სატრანსფერო ფანჯრიდან მოყოლებული აქტიურად საუბრობენ. უახლესი ინფორმაციების მიხედვით, ყველაფერი შეთანხმებულია და 25 წლის ფეხბურთელი ახალი სეზონიდან პორტუგალიაში ითამაშებს.
"ქოჩორაშვილი გზაშია! საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში "სპორტინგში" გადაბარგდება და ჰიდემისა მორიტას შეცვლის, რომელიც გუნდის შეცვლას აპირებს.
გიორგი ქოჩორაშვილი "სპორტინგს " მომავალი სეზონისთვის შეუერთდება. მისი ტრანსფერი "მწვანეებს" 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რასაც კიდევ მილიონნახევარი ევროს ოდენობის ბონუსი დაემატება", - წერს leonino.pt.
გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის ამ სეზონში 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა, მისი გუნდი ჩემპიონატში ლიდერის პოზიციას იკავებს, რასაც თუ დარჩენილ დროში შეინარჩუნებს, ლა ლიგაში აღზევდება. საქართველოს ნაკრებში, 2024 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, გიორგი ქოჩორაშვილმა 3 გოლის გატანა მოახერხა.