Belive

ყველაფერი დასრულებულია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირს, რომელიც 6-9 მაისს სოფიაში გაიმართება, ვერ იჭიდავებს და შესაბამისად ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩა. 30 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სოფიაში ვერ იჭიდავებს, რადგან მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია თავად სპორტსმენმა, სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე გაავრცელა. ლადოს ამ ფაქტის შესახებ გული ძალიან დაწყდა და პოსტის ჩემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია".
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია, 2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2015 წელს ლადომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2014,2016,2017 წლებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა.    

სხვა სტატიები