Belive

15 წლის ვახტანგ ლოლუა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 17 წლამდელთა შორის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 15 წლის ქართველმა ვახტანგ ლოლუამ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მან მასზე უფროსი სპორტსმენები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა. ვახტან ლოლუამ ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და უკრაინელი სპორტსმენი ძალიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 1/2-ფინალში კი ბულგარელი მეტოქე 5:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალში, 15 წლის ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელ მეტოქეს 4:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა. ჭიდაობის ფედერაციაში 15 წლის ქართველის გამარჯვება უკვე შეფასდა, როგორც დიდი სენსაცია.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 15 წლის მოჭიდავემ არცერთ შეხვედრაში ქულაზე მეტი არ გაუშვა.

სხვა სტატიები