Belive

ქეცბაიას შოტლანდიაში დაბრუნება გადაიდო: მოზერვილმა გერმანელი მწვრთნელი დანიშნა

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელსა და მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას შოტლანდიის ჩემპიონატში დაბრუნების შანსი მიეცა.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველმა მწვრთნელმა შოტლანდიურ გუნდ "მოზერვილში" საკუთარი საქმიანი რეზიუმე გადააგზავნა და ინტერესიც გამოიწვია. როგორც თავად 56 წლის სპეციალისტი ამბობს, მას ევროპის წამყვან ჩემპიონატებში დაბრუნება სურს.

ქართველი მწვრთნელის მიმართ "მოზერვილი" ინტერესს მართლაც გამოხატავდა, მაგრამ შოტლანდიელებმა გერმანელი მწვრთნელი, მიხაელ ვიმერი წარადგინეს.

თემურ ქეცბაია აქამდე უახლოეს წარსულში კვიპროსის ნაკრებს წვრთნიდა, 2024 წლის სექტემბრის შემდეგ კი თავისუფალია.

სხვა სტატიები