"ფრეს ვიმსახურებდით" - კიტეიშვილი პანათინაიკოსთან მატჩის შემდეგ საუბრობს
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში, გრაცის შტურმმა სტუმრად, პანათინაიკოსთან ითამაშა და 1:2 წააგო.
მატჩში ავსტრიის მოქმედი ჩემპიონის მხრიდან გოლის გატანა საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა მოახერხა.
"ამ მატჩში ქულას ვიმსახურებდით. მეტი კონცენტრაციით თამაში გვმართებდა. ქულის მოპოვება შეგვძელო, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ, რის გამოც იმედგაცრუებულები ვართ.
ასეთ მატჩებში უფრო აგრესიულად და შეტევაში უფრო აქტიურად უნდა ვთამაშობდეთ. ბერძნების სამი მცველის პირისპირ თამაში გაგვიჭირდა", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ნაკრების ათიანს ამ სეზონში გრაცის შტურმის შემადგენლობაში ნათამაშებ 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. გრაცის შტურმი ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულით 28-ე ადგილს იკავებს და შემდეგ ტურში 11 დეკემბერს, ცრვენა ზვეზდას უნდა შეხვდეს.