Belive

ქართველმა სამბისტმა განმარტა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი რუსს

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტმა, ლევან ნახუცრიშვილმა (74კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსი, სტანისლავ სკრიაბინი დაამარცხა. ლევანმა დაჯილდოვებისას, აღნიშნულ მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა. საზოგადეოების ნაწილში ლევანის ამ ქმედებამ უკმაყოფილება გამოიწვია. ნახუცრიშვილმა განმარტა, რომ პოლიტიკა იქ არაფერ შუაშია და სტანისლავ სკრიაბინი არასპორტული ქმედებებით გამოირჩევა. "ხალხისგან არასწორი გამოეხმაურება მოჰყვა, რომ თითქოს, რუსს, ხელი პოლიტიკის გამო არ ჩამოვართვი.  სიტუაცია სხვაგვარად იყო. სტანისლავს ადრეც შევხვდი და შევნიშნე, რომ ძალიან ემოციური სპორტსმენია. ასევე, მისი საქციელი ხშირად არასპორტულია და ზრდილობის ნორმებსაც სცდება. ჩვენ უთანხმოება ადრე ხალიჩის გარეთაც მოგვივიდა. თუ ძლიერი ხარ, ეს ბრძოლაში უნდა დაამტკიცო, ის კი ხელებს მოწინააღმდეგესა და ფანებს უშლიდა, ლაპარაკობდა აგრესიულად. სიტუაცია დაგვეძაბა დაჯილდოვებამდეც, თუმცა მაშინ სიტუაცია გაანეიტრალეს. ასე რომ, ხელის არ ჩამორთმევის მიზეზი პირადი უთანხმოება იყო," - თქვა ლევანმა.  

სხვა სტატიები