Belive

რუსი ძიუდოისტის პირველი კომენტარი თუშიშვილთან მარცხის შემდეგ

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მინსკში მიმდინარე მე-2 ევროპული თამაშების მე-4 დღეს გურამ თუშიშვილმა (+100) საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსი, ინალ ტასოევი დაამარცხა. ტასოევმა გურამთან წაგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. "გული ძალიან დამწყდა, რადგან ტურნირისთვის კარგად ვიყავი მომზადებული. თუშიშვილთან ვიგებდი, თუმცა ჩემმა შეცდომამ ყველაფერი გააფუჭა. დაუმარცხებელი ძიუდოისტი არ არსებობს და გურამის დამარცხებაც შესაძლებელია. იგივეს ვიტყოდი ტედი რინერზეც, რომელთან ბრძოლაც ძალიან მინდა," - თქვა რუსმა ტასოევმა

სხვა სტატიები