Belive

ქართული დებიუტი TOP 14-ში

6 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
8 სექტემბერს, TOP 14-ის მესამე ტურში "რასინგ 92"-ის შემადგენლობაში 20 წლის ბორჯღალოსანის - გურამ გოგიჩაშვილის დებიუტი შედგა. გურამი მოედანზე 53-ე წუთზე გამოვიდა და მან სწორედ ქართველი მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი შეცვალა. ეს მატჩი საკმაოდ წარმატებული გამოდგა "რასინგ 92"-ისთვის. მათ "აჟენი" შინ გამანადგურებელი ანგარიშით 59:7 დაამარცხეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ "აჟენის" მხრიდან თამაზ მჭედლიძემ მატჩი სრულად ითამაშა,ხოლო გიორგი თეთრაშვილმა მოედანი 48-ე წუთზე დატოვა. რაც შეეხება კოტე მიქაუტაძესმ , მან დღეს მატჩის მეორე წუთზე დატოვა მოედანი და როგორც მან Live.ge-ს განუცხადა მას ხელი აქვს მოტეხილი. საბოლოოდ კი "მონპელიემ" და "ბორდომ" ქულები გაიყვეს და მატჩი ფრედ 9:9 დასრულდა. რაც შეეხება კოტეს, ჯერ-ჯერობით უცნობია კოტე შეძლებს თუ არა დაეხმაროს ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე - იტალიის,სამოას და ტონგას ნაკრებების წინააღმდეგ.

სხვა სტატიები