პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები 3 სპორტსმენით იასპარეზებს
10 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
26-28 იანვარს, პორტუგალიის ქალაქი ოდიველასი, პორტუგალიის გრან პრის უმასპინძლებს, სადაც 6 კონტინენტისა და 92 ქვეყნის 658 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის პირველ საერთაშორისო შეჯიბრზე, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 3 ქალი სპორტსმენით იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ეთერ ასკილაშვილი (63 კგ); მარიამ ჭანტურია (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) დაიცავენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის გრან პრიზე 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ილია სულამანიძემ (100 კგ) მოიგო, ხოლო ვერცხლის მედალს საბა ინანეიშვილი (+100 კგ) დასჯერდა.