Belive

ლიონის მწვრთნელი: "მიქაუტაძე და ლაკაზეტი გოლებს აუცილებლად გაიტანენ"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის ახალი ფორმატით ჩასატარებელი 2024/25 წლების სეზონის საწყის ტურში, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კონფერენს ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, პირეოსის "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა, ორი ბომბარდირის, ალექსანდრ ლაკაზეტისა და 23 წლის ქართველის შესახებ ისაუბრა, რომელთაც ახალ სეზონში გოლი ჯერ არ გაუტანიათ. მწვრთნელის თქმით, ისინი ფორმაში მალე შევლენ და იმედი აქვს, რომ სადებიუტო გოლი დიდხანს არ დააყოვნებს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი გოლს გაიტანენ. რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი. გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ეს არა ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე, არამედ მთლიანად გუნდზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ მათ გრაფაში ამ ეტაპზე ნულები წერია, მაგრამ გაიხსენეთ მათ მიერ შარშანდელ სეზონში ნაჩვენები რეზულტატები. აქამდე უკვე მოხდა, რომ მიქაუტაძემ და ლაკაზეტმა ხუთ მატჩში გოლი ვერ გაიტანეს, მაგრამ შემდეგ 15 შეხვედრაში არაერთი ბურთი შეაგდეს", - ამბობს პიერ საჟი.

გიორგი მიქაუტაძის გუნდი ბერძენ მეტოქეს 26 სექტემბერს საშინაო კედლებში შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები