Belive

პირველ სეტში გაანადგურა, შემდეგ დანებდა - ბასილაშვილი 100-ქულიანი შეჯიბრის 1/8-ფინალშია!

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს ყოფილმა მე-16 ნომერმა, 32 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი, იტალიაში, კერძოდ კი ვერონას 100-ქულიან შეჯიბრში მონაწილეობს, რომლის საპრიზო ფონდიც 120,950 ევროა.

ბასილაშვილმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვა, შემდეგ კი ძირითად ბადეში ჩაჯდა.

ძირითად ბადეში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, 1/16-ფინალში, ბულგარელი - ადრიან ანდრეევა იყო. პირველ სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და მეტოქე 1:6 დაამარცხა, მეორე სეტის სტარტზევე კი ბულგარელი მეტოქე დანებდა, შესაბამისად ბასილაშვილმა 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/8-ფინალში, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, ესპანელ - ალეხანდრო მორო კანასსა და იტალიელ - იაკოპო ბერეტინის შორის გამარჯვებული იქნება.

ამ გამარჯვებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 11 ქულა დაიმატა და ამ წამის მონაცემებით, იგი მსოფლიო რეიტინგის 413-ე ნომერია.

სხვა სტატიები