პირდაპირ US OPEN-ის გამარჯვებულთან | ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის 1000-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ძირითად ბადეში იასპარეზებს. ნიკოლოზმა კვალიფიკაციის ფინალში ამერიკელი ელიოტ სპიცირი 2 სეტში დაამარცხა - 6:4, 6:4. დაპირისპირება 1:28 საათი მიმდინარეობდა. ბასილაშვილი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში 104-ე ნომერია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შანხაის მასტერსი 1000-ქულიანია და საპრიზო ფონდი 9 193 540 დოლარია.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძირითად ბადეში გასასვლელად 2 შეხვედრა მოიგო, ფინალამდე მან ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა.
შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, 2014 წლის US OPEN-ის გამარჯვებული, 37 წლის ხორვატი - მარინ ჩილიჩი იქნება.
აქამდე, ჩილიჩსა და ბასილაშვილს შორის მხოლოდ 1 მატჩი შედგა, 2021 წელს შტუტგარტში, სადაც გამარჯვებული ხორვატი დარჩა.
ქართულ-ხორვატული დაპირისპირება 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 10:00 საათზეა ჩანიშნული.