მსოფლიო რეიტინგი განახლდა | ქართველი ძიუდოისტები დაწინაურდნენ
14-16 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქმა ზაგრებმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ტურნირს - ზაგრების გრან პრის უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით ასპარეზობდა.
ქართველებმა ზაგრების გრან პრი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს, რომელიც ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა მოიგეს. მეხუთე პოზიციაზე დაიკავა ლაშა ნადირაძემ, ხოლო 7 საუკეთესოში მოხვდა თორნიკე მოსიაშვილი.
ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ზაგრების გრან პრიზე მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები დაწინაურდნენ.
66 კგ
ლაშა ნადირაძემ ზაგრების გრან პრის 1/2-ფინალში გასვლითა და მე-5 პოზიციის დაკავებით მსოფლიო რეიტინგში 252 ქულა დაიმატა და 18 პოზიციით დაწინაურდა. ნადირაძე ახლა 66 კგ წონითი კატეგორიის 69-ე ნომერია და მის ანგარიშზე 707 მსოფლიოს სარეიტინგო ქულაა.
90 კგ
ლუკა მაისურაძემ შეძლო და ზაგრების გრან პრის ფინალში გავიდა, თუმცა სამწუხაროდ ბულგარელ - ივაილო ივანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ამ წარმარტებით ლუკამ მსოფლიო რეიტინგში 490 ქულა დაიმატა, რითაც 90 კგ წონითი კატეგორიის Top 5-ში დაბრუნდა და ახლა იგი 3448 ქულით მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერია.
+100 კგ
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიგო საბა ინანეიშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა. საბამ ამ წარმატებით 350 ქულა დაიმატა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და ახლა იგი მძიმე წონის მე-19 ნომერია. საბას ანგარიშზე 2123 სარეიტინგო ქულაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი აბუ დაბის გრანდ სლემია, შემდეგ კი IJF ტური ტოკიოს გრანდ სლემით დაიხურება.