Belive

"პენალტების და ჯარიმების შესრულებაზე ვარჯიშობს" - როგორ ემზადება კვარაცხელია სეზონისთვის?

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნეაპოლური მედია "ნაპოლის" 2023/24 წლების სეზონისთვის მზადების პროცესზე საუბრობს და ფეხბურთელების ინდივიდუალური მომზადების შესახებაც წერს.

ilmionapoli.it-ი საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავი განსაკუთრებულ ყურადღებას საჯარიმო დარტყმებისა და პენალტების შესრულებას უთმობს.

"ერთსა და მეორე ვარჯიშს შორის დასვენების მომენტში ალესიო ძერბინი და ჯაკომო რასპადორი ძელისთვის ბურთის მორტყმაში ვარჯიშობენ, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებულ აქცენტს პენალტების და ჯარიმების შესრულებაზე აკეთებს" - წერს იტალიური გამოცემა.

"ნაპოლი" შემდეგ ამხანაგურ მატჩს კვიპროსული "აპოლონის" წინააღმდეგ 11 აგვისტოს გამართავს. რაც შეეხება სერია A-ს, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ნეაპოლელები 19 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის "ფროსინონეს" სტუმრად დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები