Belive

პარტიზანის მწვრთნელი: "მსაჯის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები, შინ სხვა თამაშს იხილავთ"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "იბერია 1999-მა" ალბანურ "პარტიზანს" საშინაო კედლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2:0 აჯობა. მატჩის შემდეგ, "პარტიზანის" მთავარმა მწვრთნელმა, ორგეს შეიმ კომენტარი გააკეთა.

"საწყის წუთებში პენალტით და ფეხბურთელის გაძევებით დავისაჯეთ, რის გამოც სათამაშო სტილის შეცვლა მოგვიწია. შედეგად, მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში შევეცდებით, რომ მეტოქეს განსხვავებული ტაქტიკა და თამაში შევთავაზოთ.

არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი მოვიდოდა სტადიონზე. ვფიქრობ, მოედანზე და ტრიბუნებზე სხვადასხვა რამ აღიქმება. მიმაჩნია, მსაჯს განსხვავებული გადაწყვეტილებები ჰქონდა და რომ "იბერია 1999" ორ ყვითელ ბარათს იმსახურებდა. საპასუხო შეხვედრაში განსხვავებულ თამაშს ვითამაშებთ", - ამბობს ალბანელი სპეციალისტი.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებულის მხრიდან გოლების გატანა შოთა ნონიკაშვილმა და შეიკნე სილამ მოახერხეს, მალელს საგოლე პასი სწორედ გიორგი ჯინჯოლავამ გადააწოდა. საპასუხო შეხვედრა ალბანეთში 1 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები