"ეს ტრანსფერი სენტ-ეტიენს დიდ მოგებას მოუტანს" - ზურიკო დავითაშვილი ბერძნულ გრანდს სურს
1 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
score.fr საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ მისი დამატება ბერძნულ პირეოსის ოლიმპიაკოსს სურს.
"სეზონის დასაწყისში არასრული ფიზიკური მომზადების გამო სენტ-ეტიენის სამწვრთნელო შტაბის მიერ სიფრთხილით გამოყენებული ზურიკო დავითაშვილი ყურადღების ცენტრში რჩება. გასული სეზონის დასრულებისას ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ ქართველ ფეხბურთელს სატრანსფერო ბაზარზე ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბი მის წაყვანას აქტიურად ცდილობს, ეს არის ბერძნული გიგანტი, ოლიმპიაკოსი.
პირეოსელებმა ქართველი თავდამსხმელი ფლანგების გასაძლიერებლად პრიორიტეტულ მიზნად დაისახეს.
ბერძნულ მხარესა და მოთამაშის გარემოცვას შორის უკვე შედგა პირველი პირდაპირი კონტაქტი ოპერაციის შესაძლებლობების შესასწავლად. სენტ-ეტიენის მფლობელი კომპანია Kilmer Sports Ventures პოზიციას არ თმობს და ზურიკო დავითაშვილის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
ბორდოდან 6 მილიონ ევროდ გადმოყვანილი ქართველი შემტევის საბაზრო ღირებულება დღეს, Transfermarkt-ის მონაცემებით, 12 მილიონ ევროს შეადგენს.
თუ ოლიმპიაკოსი სენტ-ეტიენის ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს ტრანსფერი ფრანგულ კლუბს უზარმაზარ ფინანსურ მოგებას მოუტანს, რაც იენ კათროს ხელმძღვანელობით გუნდის სპორტული რესტრუქტურიზაციის გაგრძელებას შეუწყობს ხელს", - წერს score.fr.
ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენს გასულ სეზონში ულიდერა და ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გაიყვანა, საიდანაც პლეი-ოფის ფინალში გავიდა, მაგრამ ნიცასთან (1:4) წააგო. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს სეზონის განმავლობაში 16 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა.