პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს
2-4 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, ძიუდოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრს - პარიზის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით არის რეგისტრირებული.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 73 კგ წონით კატეგორიაში პარიზის გრანდ სლემზე წარმომადგენელი არ გვეყოლება.
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ შეჯიბრზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება.
შემადგენლობა
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი
66 კგ: თენგო ზირაქაშვილი, ლაშა ნადირაძე
81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ვლადიმირ ახალკაცი
90 კგ: ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი
100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ: საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას პარიზის გრანდ სლემზე ქართველი ქალი ფალავნები.
შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე 2023 წელს, საქართველოს ნაკრებმა მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში, 2 მოპოვებული ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.
2023 წლის პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედლები: ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიგო.