16-17 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენით წარსდგება.
საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ამ შეჯიბრზე, -73 კგ წონით კატეგორიაში ბედს სცდის ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც აქამდე ყოველთვის -66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. როგორც Live.ge-მ გაარკვია, ვაჟა მხოლოდ ამ შეჯიბრზე იჭიდავებს -73 კგ წონით კატეგორიაში, შემდეგ შეჯიბრებზე კი საკუთარ წონაში იასპარეზებს.