Belive

ოთარ კიტეიშვილი გრაცის დერბის გამოტოვებს - ნაკრების ნახევარმცველი ტრავმირებულია

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და გრაცის "შტურმის" შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და ავსტრიის თასის მერვედფინალში გასამართ დერბის, თანაქალაქელი "გრაცერის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიულ მედიას გუნდის მთავარი მწვრთნელი, კრისტიან ილცერი უდასტურებს.

"ეს ქრონიკული ტრავმის ბრალია, რომლის განახლებასაც არ ველოდით.  აუცილებელია გუნდში გვყავდეს საყრდენები, რომლებიც უზრუნველყოფენ თანმიმდევრულობასა და სტაბილურობას - ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები და დროდადრო გარკვეულ ცვლილებებს მივმართოთ.

ეს მნიშვნელოვანია დინამიკისთვის. "შტურმს" ფართო, გაწონასწორებული შემადგენლობა ჰყავს და მოედანზე ის გუნდი გავა, რომელიც ჩვენ გვჯერა, რომ სწორი და საუკეთესოა ამ მატჩისთვის.

"ფეიენოორდთან", "პსვ ეინდჰოვენთან" ან "ატალანტასთან" თამაში კარგია - მაგრამ "გრაცერთან" შეხვედრა ამ ქალაქისთვის სრულიად განსხვავებულია", - - თქვა "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა.

ოთარ კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და 16 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები